ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, 3 კი სატვირთო ავტომობილის უცხოელი მძღოლია

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, მათგან 3 ტრაილერის მძღოლია, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კარანტინის რეჟიმში გამოვლინდა და ის ე.წ. საბურთალოს კლასტერთანაა დაკავშირებული.

შესაბამისად, ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა