ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში სამი ახალი პროექტი იწყება, რომელიც Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში შექმნილი პრობლემების დასაძლევად დახმარებას მოწყვლად ჯგუფებს გაუწევს

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში სამი ახალი პროექტი იწყება, რომელიც Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში შექმნილი პრობლემების დასაძლევად დახმარებას მოწყვლად ჯგუფებს გაუწევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტები, რომლებსაც ევროკავშირის პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ განახორციელებენ, საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დაეხმარება

„ევროკავშირი, კრიზისის დაწყების დღიდან მხარში უდგას საქართველოს და ასე გააგრძელებს. განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების კეთილდღეობა, თავიდანვე იყო ევროკავშირის ზრუნვის საგანი, ხოლო მათი მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული პრობლემის დასაძლევად საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახდინეთ საჭირო რესურსების მობილიზება და დღეს, მე დიდი სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ იწყება სამი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. პროექტებს შესაბამის სფეროში გამოცდილების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების განახორციელებენ. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მათთან თანამშრომლობის დაწყებას “, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

პროექტების შერჩევა Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სწრაფი რეაგირების ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად მოხდა. როგორც ევროკავშირის საქართველოს წარმომადგელობაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტები Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი დახმარების პირველი პაკეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე