რომის პაპი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას ტრაგიკულ ფაქტს, რასიზმს კი - ცოდვას უწოდებს

რომის პაპი ფრანცისკე ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას ტრაგიკულ ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ რასიზმი ცოდვაა.

„ძვირფასო ამერიკელო დებო და ძმებო, დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს არეულობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ხდება. ჩემო მეგობრები, დაუშვებელია, შევეგუოთ და თვალი დავხუჭოთ რასიზმსა და გარიყულობის ნებისმიერ ფორმაზე და თან ვამტკიცოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას ვიცავთ“, – განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების დროს გამოვლენილი ძალადობა თვითგანადგურება და თვითდამარცხებაა.

„ძალადობას არაფერი მოაქვს, თუმცა ბევრი რამის დაკარგვა შეუძლია,“ - განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ ის ლოცულობს ჯორჯ ფლოიდისა და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც „რასიზმის ცოდვას“ შეეწირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა