„თავისუფალი საქართველო“ - მოვუწოდებთ, ნებისმიერ დაინტერესებულ და დაზარალებულ პირს, ვისთვისაც 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულობების შესახებ ცნობილია, მოგვაწოდოს ინფორმაცია

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გენერალურმა პროკურატურამ თორაძეების ოჯახის მკვლელობის გამოძიება დაიწყო.

„მიგვაჩნია, რომ ეს საზარელი დანაშაული, რომლის შესახებაც პრაქტიკულად ბევრი რამ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, ხოლო გენერალური პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები წლების მანძილზე დუმდნენ - ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივ ნიჰილიზმს კიდევ უფრო ამძაფრებდა, რომელსაც ისედაც ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმავდროულად, კარგად გვესმის, რომ ვინაიდან სამართლიანობაზეა საუბარია, უნდა ხდებოდეს საქმეების გამოძიება არა სხვადასხვა პოლიტიკური კონტექსტიდან კონკრეტული პირების ამორჩევით, არამედ მიუკერძოებლად, როგორც ამას ქვეყნის კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

საზოგადოებას და გენერალურ პროკურატურას შევახსენებთ, რომ პარტია „თავისუფალი საქართველო“ წლებია უშედეგოდ ცდილობს 1992-1993 წლებში, როგორც თბილისში, ისევე სამეგრელოში მხედრიონისა და სხვა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ ჩადენილი მხეცური დანაშაულებების გამოძიების დაიწყებას. მათ შორის: 1992 წლის 6 იანვარს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ესკორტის დაცხრილვა, რომლის დროსაც პრეზიდენტთან ერთად ავტომობილში მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ; ეროვნული გვარდიის ესკორტის დაცხრილვა ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიასა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანთან; 1992 წლის 3 იანვარსა და 2 თებერვალს მშვიდობიანი მანიფესტაციების დახვრეტა, რასაც რამოდენიმე ათეული ადამიანის დაღუპვა და დასახიჩრება მოჰყვა; სამეგრელოს რეგიონის მასშტაბური აწიოკება, ძარცვა და მაროდიორობა, რომელშიც სხვადასხვა კრიმინალური ფორმირებები მონაწილეობდნენ; პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომელიც დღისით-მზისითაა ჩადენილი,“- ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ საქმეებთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები და ცნობილია დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობაც. „თავისუფალ საქართველოში“ აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩამდენ პირთაგან ზოგიერთი არა უბრალოდ ცოცხალია და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, არამედ ე.წ „თანამედროვე ქართულ ელიტაში“ საპატიო ადგილსაც იკავებს.

„თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოუწოდებს, გენერალურ პროკურატურას, ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება, ხოლო თუ რომელიმე საქმესთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებები არ მოეპოვებათ, კიდევ ერთხელ (უკვე მეასეჯერ) მზად ვართ მივაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. აგრეთვე, მოვუწოდებთ, ნებისმიერ დაინტერესებულ და დაზარალებულ პირს, ვისთვისაც 90-იან წლებში ჩადენილი სხვა დანაშაულობების შესახებ ცნობილია, მოგვაწოდოს ინფორმაცია და ჩვენ თითოეულ მათგანს სათანადო სამართლებრივ კონსულტაციას გავუწევთ. პარტია „თავისუფალი საქართველო“ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ცნობებს რეგულარულად მიაწვდის, განსახკუთრებით ახლა, როდესაც ძველი, თაროებზე შემოდებული საქაღალდეების გახსნის მზადყოფნა გამოითქვა,“- ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია