ლევან კობერიძე - ქალბატონი ეკა ტიკარაძე უკვე მესამედ არღვევს კანონს და ლიდერია ამ კუთხით - როგორც ჩანს, მინისტრს გააზრებული არ აქვს თავისი ფუნქცია

ძალიან სუსტია პოლიტიკური დებატებისთვის ქალბატონი ეკატერინე და ნამდვილად არ ვაპირებთ მასთან რაიმე სახის პოლიტიკურ დებატს, ჩვენ გვინდა პროფესიონალური მსჯელობა, რამდენად არის მზად ჯანდაცვა ეკონომიკის გახსნასთან და ეპიდემიის მართვის ფაზასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის არ მისვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კობერიძის თქმით, ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ მინისტრებს უფრო უადვილდებათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ევროპულ საქართველოსთან" საუბარი და ამიტომ არ მიდიან პარლამენტში, როდესაც მათ დამოუკიდებელი დეპუტატები იბარებენ. ამასთან, კობერიძემ მინისტრის კომპეტენციის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში არ მისვლით უკვე მესამედ დაარღვია კანონი რეგლამენტის შესახებ.

„ქალბატონი ეკა უკვე მესამედ არღვევს კანონს და ლიდერია ამ კუთხით. როგორც ჩანს მინისტრს გააზრებული არ აქვს თავისი ფუნქცია, როგორც პოლიტიკური ფიგურის. ქალბატონი ეკა უკვე წელიწადი და 3 თვეა ჯანდაცვის მინისტრია და არცერთხელ პროფილურ კომიტეტში, კომიტეტის სხდომაზე არ მოსულა, არც თავისი ნებით და ინიციატივით და დაბარების შემთხვევაშიც ასე იქცევა ეს ადამიანი. ეს ბადებს კითხვებს, რატომ არ მოდის. ფაქტია, რომ მთავრობის წევრები, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინტერპელაციის წესით დაბარებული პრემიერ - მინისტრი მობრძანდა პარლამენტში და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დაბარებულ საკითხებზე არ მოდიან. როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკური გათვლებია. ეკომფორტულებათ ეტყობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ქართული ოცნების“ მინისტრებს საუბარი, ჩვენთან არ ეკომფორტულებათ, იმიტომ, რომ იციან მსგავსად ვერ მიმართავენ, როგორ ადვილადაც შეუძლიათ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონირება აიცილონ. მეორე, ან კომპეტენციაში გვაქვს პრობლემა. კომიტეტში, როდესაც მინისტრი მოდის, ყველამ იცის, რომ იქ მიდის საგნობრივი მსჯელობა. ეს არაა „მინისტრის საათი“, არც ინტერპელაცია, როდესაც მინისტრს კითხვას უსვამ, მერე თავის გუნდთან ერთად 2 საათის განმავლობაში ცდილობს საუკეთესო პასუხი მოძებნოს და მერე დაბრუნდეს, ანუ დღეს მას ცოცხალ დისკუსიაში მოუწევდა ყოფნა, ეტყობა დისკომფორტს განიცდის, აქ უკვე ეტყობა კომპეტენციასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოტა გაუგებარია არ მოსვლა,“-აღნიშნა კობერიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" დაიბარეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მინისტრისგან გუშინ მიიღო წერილი, თხოვნით, რომ მიმდინარე თვის ბოლო კვირაში გადაავადონ მისი სტუმრობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა