აშშ-ში საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან 10 000-მდე ადამიანია დაკავებული

აშშ-ში საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან სამართალდამცავებმა 10 000-მდე დემონსტრანტი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპროტესტო აქციები აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. 25 მაისს 48 წლის მამაკაცმა გონება დაკავების დროს დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოციალურ ქსელში ფლოიდის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელს ფლოიდის კისერზე მუხლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში აქვს დაჭერილი. ისმის დაკავებულის ხმა, რომ სუნთქვა უჭირს.

პოლიციელი, რომელიც ფლოიდზე ძალადობას ახორციელებდა, 26 მაისს დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობის მუხლით წაუყენეს. დაკავების პროცესში მონაწილე კიდევ სამი პოლიციელი კი სამსახურიდან დაითხოვეს, თუმცა ჯერჯერობით არ დაუკავებით.

ინტერნეტში ფლოიდის სიცოცხლის ბოლო წუთებში გადაღებული ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, შეერთებული შტატების ათობით ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ში საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან 10 000-მდე ადამიანია დაკავებული

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა