ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 20 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, ლუგარის ლაბორატორიაში 20 პირის საკვლევი მასალა გადაიგზავნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, 20-დან 12 პირის ბიოლოგიური მასალა სოფელ მუშევანში იქნა აღებული, 8 კი ცხელების ცენტრში მყოფი პირებისგან, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის პერსონალისგან გეგმური კვლევის ფარგლებში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები, ხვალ გახდება ცნობილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით ინფიცირების სულ 185 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 89 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. ბოლო გარდაცვალების ფაქტი, გუშინ დაფიქსირდა, ინფიცირებული სოფელ მუშევანის მცხოვრები იყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები მუშევანი და გეტა, კვლავ ჩაკეტილია, აღნიშნულ სოფლებში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა