ნათია თურნავა - საქართველოს ეკონომიკის შემცირება დაახლოებით, ევროპული ქვეყნების მაჩვენებლის შემცირების დონეზეა

საქართველოს ეკონომიკის შემცირება არის დაახლოებით, ევროპული ქვეყნების მაჩვენებლის შემცირების დონეზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ჟურნალისტის შეფასებას, რომ რეგიონში საქართველოს ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს.

ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის ვარდნასთან დაკავშირებით პროგნოზების ცვლილება რეგიონში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„ის, თუ როგორ იცვლება პროგნოზები ჩვენს ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით, დიდად არის სწორედ რეგიონზე დამოკიდებული და სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გაუუარესა საქართველოს პროგნოზი - 4%-დან -5,5%-მდე, მთავარი ახსნა იყო ის, რომ საქართველოსი სჯერა, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად ამოქაჩავს ეკონომიკას, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენს სამეზობლოში ჯერ კოვიდ 19-თან დაკავშირებით არ არის კეთილსაიმედო ვითარება და უფრო მძიმეა იქ ვითარება და პროგნოზი, აქედან გამომდინარე, დაგვიმძიმა ჩვენც პროგნოზი. ჩვენი შედარება არის საქართველოს სასარგებლოდ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა