კარლ ჰარცელი - 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის, მწამს, რომ ის წარმატებით შესრულდება

8 მარტის შეთანხმება ეხებოდა არა მარტო საარჩევნო სისტემის შეცვლას მომავალი არჩევნებისთვის, არამედ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური მიკერძოების დაუშვებლობას , - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ 8 მარტის შეთანხმება წარმატებით შესრულდება.

„საქართველო და ევროკავშირი უკვე მრავალი წელია მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმაზე და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სტანდარტების გაუმჯობესებაში, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ამ პროცესში ევროკავშირი საქართველოს კვლავ დაეხმარება. ვთვლი, რომ აქ არის ორი მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველია მაღალი პროფესიული დონისკენ სწრაფვა, ხოლო მეორე - მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. მართლმსაჯულებას ნდობის მოპოვება მხოლოდ ამ ორი პირობის შესრულების შემთხვევაში შეუძლია. მართლმსაჯულებას უნდა ჰქონდეს ნდობა როგორც მოსახლეობის, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. ეს არის ბრძოლა, რომელიც უნდა გაგრძელდეს.

მართლმსაჯულების მიმართ ნდობაზე საუბრისას, მსურს კიდევ ერთი ასპექტი დავასახელო, რომელიც 8 მარტის შეთანხმებასთან არის დაკავშირებული. ამ დღეს საქართველოში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ეხებოდა არა მარტო საარჩევნო სისტემის შეცვლას მომავალი არჩევნებისთვის, არამედ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური მიკერძოების დაუშვებლობას. ჩემი აზრით, ეს არის პირობა, რომელიც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საარჩევნო წელს გამოირიცხოს ასეთი შემთხვევები, გაჩნდეს ნდობა და უზრუნველყოფილ იქნეს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს არის ის, რასაც ეს ქვეყანა და მისი მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ. გასული კვირების განმავლობაში მე მომეცა შესაძლებლობა, საკუთარი აზრი გამომეთქვა ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ვინაიდან მიმაჩნია, რომ თავად 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის, მწამს, რომ ის წარმატებით შესრულდება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა