ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა, პოლიციისთვის  წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მეგობართან ერთად დააკავეს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა მეგობართან ერთად დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ხარატიშვილმა განუცხადა, ორი დღის წინ , გრიგოლ აბრალავა მეგობართან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც ისინი სამართალდამცავებმა გააჩერეს. ადვოკატის თქმითვე, ამის შემდეგ მოხდა სამართალდამცავებთან შელაპარაკება. ხარატიშვილი ირწმუნება, რომ გრიგოლ აბრალავას სამართალდამცავებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„აბრალავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ბრალში პირდაპირ წერია, რომ აბრალავა პოლიციელებს ფიზიკურად არ გასწორებია.

შემთხვევა გუშინწინ ღამე მოხდა, თუ არ ვცდები, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. საჭესთან თვითონ არ მჯდარა, მეგობართან ერთად იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის მოწოდებისას მანქანა არ გაჩერდა, მერე გააჩერეს და მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, ფიზიკური დაპირისპირება აბრალავას მხრიდან არ ყოფილა. ვინაიდან საქმეს არ ვიცნობთ და ახლა მოგვცეს, აბრალავა დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობს, დოკუმენტაციას ხელს აწერს და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში იღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ხარატიშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს