ანზორ აბრალავას განცხადებით, მისი შვილის, გრიგოლ აბრალავას საქმეში იარაღი არ ფიგურირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის სიმამრის, ანზორ აბრალავას განცხადებით, მისი შვილის, გრიგოლ აბრალავას საქმეში იარაღი არ ფიგურირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აბრალავა აცხადებს, მომხდართან დაკავშირებით მან დეტალები არ იცის, თუმცა, აცხადებს, რომ „არაფერი დაიმალება“.

„პატრულთან ინციდენტის გამო არიან დაკავებულები, გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ვიცი, პატრულს არ დაემორჩილნენ და მერე მოხდა ეს, რაც მოხდა. იქ შეხლა-შემოხლა იყო, დაუმორჩილებლობას რაც მოსდევს ხოლმე, კონკრეტულად რა მოხდა, არ ვიცი. დაკითხავენ ალბათ, თვითმხილველებს, რა და როგორ იყო. ვარაუდებზე საუბარი არ მინდა. ჩემთვის ძალიან უსიამოვნო ფაქტია ეს. როგორც ადვოკატმა მითხრა, საქმეში იარაღი არ ფიგურირებს. ეს ისეთი საქმეა, დაფარული და დამალული არაფერი არ იქნება“, - აცხადებს აბრალავა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა მეგობართან ერთად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალებით დააკავეს. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს