არჩილ თალაკვაძე - ვემზადებით გამარჯვებისთვის, გვექნება ძლიერი პროგრამა, გვეყოლება განახლებული გუნდი და მზად ვართ, მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა

ვინ იქნება მმართველი გუნდი და ვინ იქნება ოპოზიციაში, მათ შორის, ვინ იქნება უფრო მეტად წარმოდგენილი თუ ნაკლებად, ვის დაერქმევა „მთავარი“ და ვის დაერქმევა „მცირე“ ფრაქცია, ამას გადაწყვეტენ ჩვენი თანამოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველი პარტია გამარჯვებისთვის ემზადება, ეყოლება განახლებული გუნდი, ძლიერი პროგრამა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის მომავალზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„ვინ იქნება მმართველი გუნდი და ვინ იქნება ოპოზიციაში, მათ შორის, ვინ იქნება უფრო მეტად წარმოდგენილი თუ ნაკლებად, ვის დაერქმევა „მთავარი“ და ვის დაერქმევა „მცირე“ ფრაქცია, ამას გადაწყვეტენ ჩვენი თანამოქალაქეები. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვენდობით და გვჯერა ჩვენი თანამოქალაქეების, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი საზოგადოება ჩვენთვის ეს უპირობოდ იყო და იქნება მომავალშიც მისაღები.

რაც შეეხება ამ საარჩევნო სისტემას, ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ შესრულდეს ეს პირობა. ეს არის პირობა, რომელსაც ორი მხარე აქვს, უმრავლესობა და ოპოზიცია. შესაბამისად, პასუხისმგებლობა არის გადანაწილებული და საზოგადოება დაინახავს, ვინ შეასრულებს ამ პასუხისმგებლობას და ვინ - არა. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ თუ ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას შეასრულებს და ამ ცვლილებებს ღმერთმა ნუ ქნას, რამე საფრთხე შეექმნას კენჭისყრის დროს, არ დავუშვებთ რომ ოპოზიციამ სცადოს და პასუხისმგებლობა ჩვენ გადმოგვაბრალოს. პასუხისმგებლობები იქნება გამჭვირვალედ ნაჩვენები.

ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ჯერ კიდევ ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ, დაუჭირონ მხარი და შეასრულონ საკუთარი პასუხისმგებლობა.

ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის, გვექნება ძლიერი პროგრამა, გვეყოლება განახლებული გუნდი და მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა