პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ახალი სასტუმრო „ნიუ პორტი“ დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ - მხარდაჭერით შეიქმნა

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ - მხარდაჭერით, ივლისიდან ქუთაისს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო - „ნიუ პორტი“ შეემატება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრში მდებარე1914 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც განადგურებული იყო, სრულად აღდგა.

ახალი სასტუმრო, გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქუთაისის, როგორც უძველესი ქალაქის ისტორიულ როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის კულტურულ, საგანმანათლებლო და ეროვნულ ცხოვრებაში და მისი მაქსიმალური განვითარების მნიშვნელობას, თუმცა ძველი იერსახისა და იმ სულისკვეთების შენარჩუნებით, რომლითაც ქუთაისი ევროპული და ამავე დროს, სრულიად უნიკალური ქალაქია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი