დევნილთა სააგენტო დევნილ ოჯახებს საერთო სარგებლობის ფართებს საკუთრებაში გადასცემს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილესთან დავით კვინიკაძესთან ერთად, ბაგებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე, საერთო სარგებლობის ფართების აზომვითი სამუშაოები უკვე დაიწყო. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, დევნილი ოჯახების მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში გადაეცემა. დაკანონების პროცესთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას, მათ შორის, კომპაქტური განსახლების ობიექტებში აზომვითი სამუშაოების ჩატარებას სააგენტო საკუთარი რესურსით უზრუნველყოფს.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა