მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ლიდია ნემსაძე 100 წლის გახდა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ლიდია ნემსაძე 100 წლის გახდა. ვეტერან ქალს, იუბილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა, ზვიად საბაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ლიდია ნემსაძე სტუდენტი იყო, როცა ფრონტზე მოხალისედ წავიდა.

„ახალგაზრდა გოგონა მედდა გახლდათ; იგი ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეა. ომის დამთავრებამდე არ მიუტოვებია ქალაქი და ასობით ჯარისკაცისა თუ მშვიდობიანი მოქალაქისთვის აღმოუჩენია დახმარება. ქალბატონი ლიდია, ომის დასრულების შემდეგ, ისევ თავის მშობლიურ გორს დაუბრუნდა და მრავალი წელი თავის საყვარელ საქმეს ემსახურა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ ლიდიას 100 წლის იუბილეს და დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებს“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა