აშშ-ის ეროვნული გვარდია კალიფორნიას ტოვებს

აშშ-ის ეროვნული გვარდია კალიფორნიის შტატის ქალაქების დატოვებას იწყებს, - ამის შესახებ კალიფორნიის ეროვნული გვარდიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ვამაყობ იმ პროფესიონალიზმითა და მოვალეობის მიმართ თავდადებით, რაც კალიფორნიის გვარდიამ კალიფორნიის ქუჩებში გამოიჩინა,“- ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შტატის ქალაქებში სხვადასხვა ლოკაციაზე სწრაფი რეაგირების ძალის წარმომადგენლები დარჩებიან და საჭიროების შემთხვევაში „სამართალდამცავებს სწრაფ დახმარებას გაუწევენ.“

ცნობისათვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ მან ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდია გაიწვია. მისი თქმით, ქალაქში სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება. „მე ახლახან ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდიის გაწვევის ბრძანება გავეცი, რადგან ყველაფერი სრული კონტროლის ქვეშ არის. ისინი სახლებში ბრუნდებიან, თუმცა შეუძლიათ, მალევე დაბრუნდნენ, თუ ამის საჭიროება იქნება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თითქმის ორი კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტი შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის ძალადობრივი ქმედების შედეგად დაღუპვას მოჰყვა. დემონსტრანტები რასიზმსა და ძალადობას აპროტესტებენ და სამართლიანობისა აღდგენასა და პოლიციის რეფორმის გატარებას მოითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა