“საქპატენტი” მოქალაქეთა მიღების ცენტრს ხსნის

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის სტრუქტურული ერთეულები დისტანციური მუშაობის რეჟიმში ფუნქციონირებას აგრძელებენ, გარდა იმ სტრუქტურული ერთეულებისა, რომლებიც მოქალაქეთა მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ “საქპატენტიდან” აცნობეს, დღეს განახლდა მოქალაქეთა მიღება მომსახურების ცენტრში და განმცხადებლები განაცხადების შეტანას უშუალოდ ოფისშიც შეძლებენ.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის რეკომენდაციების თანახმად, “საქპატენტის” ოფისებში უზრუნველყოფილია შემომსვლელი პირების, მათ შორის, თანამშრომლების თერმული სკრინინგის პროცედურა და როგორც ყველა დაწესებულებაში, მოქალაქეები შენობაში დაიშვებიან მხოლოდ პირბადით.

„გარდა ამისა, მომხმარებელთა მიღების ცენტრები აღიჭურვა მინის გამყოფი კონსტრუქციებით, საერთო სივრცეებში კი განთავსდა ხელის ანტიბაქტერიული ხსნარები. “საქპატენტის” თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად თითო-ეულ მათგანს დაურიგდა პირველადი თავდაცვის საშუალებები: პირბადე, ხელთათმანი და სადეზინფექციო ხსნარი, ოფისებში კი ჩატარდა და გაწერილი პერიოდულობით ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. “საქპატენტი” მოუწოდებს განმცხადებლებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საქპატენტის ოფისებში ვიზიტისგან და გამოიყენონ უწყების ელექტრონული განაცხადების სისტემა (www.sakpatenti.gov.ge). მოქმედი სისტემის საშუალებით შესაძლებელია ყველა ობიექტზე (სასაქონლო ნიშანი, დიზაინი, გამოგონება, სასარგებლო მოდელი, ახალი ჯიშები, გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება, საავტორო უფლებები) განაცხადების ელექტრონულად წარდგენა, დამუშავება და ონლაინ მონიტორინგი. კვლავ ძალაში რჩება 20%-იანი შეღავათი განაცხადის ელექტრონულად შემოტანის შემთხვევაში.დისტანციური მუშაობის რეჟიმის პირობებში, “საქპატენტის” სხვა სტრუქტურული ერთეულები კვლავ შეუფერხებლად აგრძელებენ ფუნქციონირებას და ყველა მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში. მათ შორის, შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატაც, რომლის სხდომები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება დისტანციური კომუნიკაციის პლატფორმების გამოყენებით.ჩვენთვის პრიორიტეტულია დავიცვათ, როგორც თანამშრომლების ჯანმრთელობა, ისე გავუფრთხილდეთ ქვეყნის თითოეულ მოქალაქის სიცოცხლეს და ავარიდოთ მათ შესაძლო საფრთხე“, - აღნიშნულია “საქპატენტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა