შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების დროს 10 000-ზე მეტი კომპანია შემოწმდა

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან, საგანგებო სიტუაციების დროს 10 000-ზე მეტი კომპანია შემოწმდა.

„ეკონომიკის გახსნის პროცესი მიმდინარეობს. რაც ჩვენ ამ პერიოდში განვახორციელეთ არის ის, რომ ფაქტობრივად საგანგებო სიტუაციების დროს 10 000-ზე მეტი კომპანია იქნა შემოწმებული ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან, რომელშიც ასევე ჩართული იყო მუნიციპალიტეტი, შრომითი სამსახური და სხვადასხვა უწყება. ჩვენ ფაქტობრივად დავიწყეთ მზადება იმისთვის, რომ ეკონომიკის გახსნის პროცესი, მთავრობის მიერ დაანონსებული გეგმის მიხედვით ყოფილიყო მდგრადი, რათა მათ ადაპტირება მოეხდინათ, შეჩვეოდნენ და დაენერგათ უსაფრთოების ნორმები სამუშაო ადგილებზე და ამით ეკონომიკის გახსნისთვის შეგვეწყო ხელი“, - განაცხადა ფერაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა