ჯანმო-ს წარმომადგენელი - ახლა მომზადების დროა და არა ზეიმის, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ კოვიდ 19-ის შემთხვევებმა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში იკლო, არ ნიშნავს, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება. ჯანმო-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ევროპაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა და შემთხვევები მატულობს რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში.

„ახლა ზეიმის დრო არ არის, ახლა მომზადების დროა. ქვეყნებმა ეს დრო გონივრულად უნდა გამოიყენონ და ჯანდაცვის სისტემები გააძლიერონ, ასევე გაზარდონ საავადმყოფოების, პირველადი სამედიცინო დახმარების ამბულატორიებისა და რეანიმაციების შესაძლებლობები“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

ჯანმო-ს წარმომადგენელმა კორონავირუსის მეორე ტალღისა და სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიებს დროში შესაძლო დამთხვევის შესახებაც ისაუბრა.

„ძალიან შეშფოთებული ვარ მეორე ტალღის გამო – შემოდგომით, ჩვენ შესაძლოა, კოვიდ-19-ის მეორე ტალღა და სეზონური გრიპისა და წითურის კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის მკურნალობის მეთოდისა და ვაქცინის არ არსებობის გამო შეზღუდვების ნებისმიერი მოხსნა უნდა მოხდეს „სიფრთხილით და ეტაპობრივად“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორმა იმედი გამოთქვა, პანდემიამ დაანახა მსოფლიოს, რომ ჯანდაცვა პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტი უნდა იყოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა