ლაშა ბაქრაძე „ლელოს“ ტოვებს

“ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ბაქრაძე პარტიის რიგებს ტოვებს. შესაბამის განცხადებას ბაქრაძე სოციალურ ქსელში აკეთებს.

„მივიღე გადაწყვეტილება „ლელოს“ რიგებიდან გამოსვლის შესახებ.არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლთანაც თუნდაც რამდენიმეთვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით.

სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ - თავისუფლად და კონიუნქტურის გათვალისწინების გარეშე.

ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და „იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო“ მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა „ჩარევა სასურველია“. ასე რომ, განვაგრძობ ჩემ ინდივიდუალურ ჩარევის გზას“, - აცხადებს ბაქრაძე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!