პრემიერი - ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემაა არაპროგნოზირებადობა - ეს ჩვენი პატარა, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის არის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოწვევა

ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ არაპროგნოზირებადობა. ეს არის დიდი გამოწვევა გლობალური ეკონომიკისთვის და ჩვენი პატარა, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის არის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოწვევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად სამართლიანად და ეფექტურად უნდა იყოს გადანაწილებული ეკონომიკის ყველაზე უფრო დაზარალებულ სექტროზე.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი და მიზანი გახლავთ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი და ყველას კარგად გვესმის, რომ ეპიდემიამ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა უკან დახია. ამიტომ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ის მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად სამართლიანად და ეფექტურად იყოს გადანაწილებული ყველაზე უფრო დაზარალებულ ეკონომიკის სექტორებში. სწორედ აქედან გამომდინარე წარვადინეთ ჩვენ ანტიკრიზისული გეგმა პირველ რიგში, რომელიც ეხებოდა ტურისტულ სექტორს, სოფლის მეურნეობას, დეველოპმენტს, განათლებას და ამ გზით გავაგრძელებთ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი და მას არანაირი კავშირი არ აქვს პოსტკრიზისულ ეკონომიკის აღდგენასთან. ეს არის ცალკე ჯგუფი და ჩვენ ვმუშაობთ როგორც შიდა ექსპერტებთან, ისე საერთაშორისო მაღალი დონის პროფესიონალებთან. შექმნილი გვაქვს რამდენიმე სამუშაო ჯგუფი ლონდონში, ნიუ-იორკში და რა თქმა უნდა, საქართველოში, სადაც მონაწილეობას იღებენ კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესურა და დელოიტის ოფისის წარმომადგენლები. ეს იქნება გეგმა, რომელიც მიმართული არის 2021-2022-2023 წლების ეკონომიკურ აღდგენაზე. მოგეხსენებათ, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო და დაასრულა მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან და შეათანხმა ახალი პროგრამა. ის პარამეტრები, რომლებიც დღეს აქ იქნება წარმოდგენილი, შეთანხმებულია სავალუტი ფონდთან", - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემაა არაპროგნოზირებადობა - ეს ჩვენი პატარა, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის არის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოწვევა - პრემიერი

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი