წმინდა სინოდის წევრები მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ჩადიან

მარენულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) განცხადებით, წმინდა სინოდის წევრები ეპარქიაში ჩადიან იმისათვის, რომ „თავისი ქრისტესმიერი ძმა ანუგეშონ, გაამხნევონ და მრევლი დალოცონ“. ამის შესახებ მეუფემ სინოდის წევრების მასთან სტუმრობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მეუფე გიორგის თქმით, ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა უცვლელი რჩება. ის იმედოვნებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კანონის შესაბამისად იმოქმედებს და ძეგლის დემონტაჟი მოხდება.

„ჩამოდიან, რომ თუნდაც თავისი ქრისტესმიერი ძმა ანუგეშონ, გაამხნევონ, სამწყსო, ჩვენი მრევლი დალოცონ. რაც შეეხება ნარიმანოვის ძეგლს, ჩემი მოთხოვნა რჩება უცვლელი და მე ველოდები, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მოხდება ამ ძეგლის დემონტაჟი. დაინგრა 1200-ზე მეტი ტაძარი და აი, ამის შედეგად ხდება ეს ყველაფერი. ასეთი მესვეურები იყვნენ, სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და ასეთი პირსისხლიანი მანქანის ერთ-ერთი მესვეური იყო ნარიმანოვი. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გამოკითხვაზე იბარებენ არა მარტო ეთნიკურად აზერბაიჯანალებს, ასევე ქართველებსაც და მათ შორის მრევლის წევრებსაც“, -განაცხადა მარენულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა