გიგი წერეთელი - იმედი მაქვს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ეუთოს და საერთაშორისო მისიები დააკვირდებიან

საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა განცხადება გააკეთა.

„ეს არის პროცედურა, როდესაც ქვეყანა აპირებს, რომ მიიღოს საერთაშორისო დამკვირვებლები და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აკეთებს მოწვევას, რომლის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების მიღება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კოორდინირებს ამ პროცესს და ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისთან ერთად ქმნის როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს. პანდემიის გამო ბევრ ქვეყანაში არჩევნების გადადება გახდა აუცილებელი და ახლა პროგნოზირებისთვის რთული პერიოდია თუ რამდენად შეძლებენ საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში შემოსვლას. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ყოველთვის დიდი ინტერესია და ეს დამოკიდებულებაა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც, რადგან იგი მომავალ პოლიტიკურ პროცესსა და მნიშვნელოვანწილად, საქართველოსადმი დასავლეთის დამოკიდებულებას განსაზღვრავს. ეუთოში გადაწყვეტილება კონკრეტული ვითარების შესაბამისად მოხდება, თუმცა სურვილი იმისა, რომ საარჩევნო პროცესების დაკვირვება მოხდეს, ეუთოს ნამდვილად აქვს. ეს საქართველოს ინტერესიც არის, რადგან თუ ეუთოს მისია არ ჩადის ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ იქ პროცესები დემოკრატიულად არ მიმდინარეობს. აქვე მნიშვნელოვანია იმ ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ქართულმა მხარემ აიღო. ბოლო არჩევნებზე ძალიან ბევრი და მკაცრი რეკომენდაციები იყო, რიგი რეკომენდაციების კვლავ შესრულებას მოითხოვს, შესაბამისად, ესეც მნიშვნელოვანი პირობა იქნება იმისთვის, რომ საერთო შეფასების დოკუმენტში ეს პროცესი აისახოს“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

გიგი წერეთლის განცხადებას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა