11 ივნისს დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართება

2020 წლის 11 ივნისს ტელევიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებულ დინამიკაზე და წარმოადგენს საქართველოს ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მომავალთან დაკავშირებით. მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ გლობალური პანდემიით შექმნილ ვითარებასა და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი