ირაკლი ბერაიასა და პია დიაქსტრას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, პია დიაქსტრას ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საკუთარ ქვეყნებში COVID 19 - ის კუთხით არსებული ვითარება და საპასუხოდ გატარებული ზომები მიმოიხილეს. ირაკლი ბერაიამ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული კამპანიისა და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

მხარეებმა საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა