განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული კოლეჯებისთვის კიდევ უფრო მოქნილი ალტერნატიული რეკომენდაციები შემუშავდება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პანდემიის შემდგომ ამოქმედების გეგმასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან და კოლეჯების დირექტორებთან ერთად ონლაინ შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საგანამანათლებლო სივრცეში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და ის გამოწვევები განიხილეს, რომელთა წინაშეც კოლეჯები აღმოჩნდნენ.

გაიმართა დისკუსია და კოლეჯებმა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაცია მიიღეს.

„მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროფესიული განათლების მიწოდების სპეციფიკა, რომელიც რეალურ და სიმულირებულ სამუშაო გარემოში სწავლებას გულისხმობს, საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას. შესაბამისად გადაწყდა, რომ სამინისტროები იმუშავებენ რეკომენდაციებში უფრო მეტად მოქნილი ალტერნატივების დამატებაზე, რაც პროფესიული განათლების მრავალდარგოვან ბუნებას უკეთ მოერგება და კოლეჯების უსაფრთხო ოპერირებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩართული იყო რეკომენდაციების მომზადების პროცესშიც. ყველა კოლეჯი ინტენსიურად მუშაობს რეკომენდაციების დაკმაყოფილებაზე, რაც კოლეჯების გახსნისა და ჩვეული ოპერირების რეჟიმში დაბრუნებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა