ამირან გამყრელიძე - გუშინდელმა 5-მა შემთხვევამ შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით - 5-დან ერთის წყარო გარკვეულწილად დადგენილია, დანარჩენზე მიმდინარეობს ეპიდკვლევები

გუშინდელმა 5-მა შემთხვევამ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ 5-დან ერთის წყარო გარკვეულწილად დადგენილია. დანარჩენ 4-ზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევები და აღებულია მათი პირველადი კონტაქტების საკმაოდ დიდი რაოდენობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი 4 შემთხვევა, რომელთა პირველადი წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, იმის არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს.

„გუშინ დაგვიფიქსირდა სულ 6 ახალი შემთხვევა, ერთი გახლავთ კარანტინიდან ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქე, რომელიც შემოვიდა ლარსის საზღვრიდან. კარანტინში განუვითარდა სიმპტომები და დაუდგინდა კოვიდი. დანარჩენმა 5-მა შემთხვევამ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ 5-დან ერთის წყარო გარკვეულწილად დადგენილია. დანარჩენ 4-ზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევები და აღებულია საკმაოდ დიდი რაოდენობა მათი პირველადი კონტაქტების. ასევე მიმდინარეობს მეორეული, მესამედი კონტაქტების ძიება, მათი ნიმუშების აღება და ტესტირება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ 4 შემთხვევის პირველად წყაროზეც გავალთ და მოხდება ამ კლასტერების დახურვა უახლოეს მომავალში.

გუშინდელი 4 შემთხვევა გარკვეულად შემაშფოთებელია. ეს არ გახლავთ ის რაოდენობა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ადვილად ვერ მართავს, მაგრამ ეს არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს და თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული, მაშინ შესაძლებელია გარკვეული რისკების წინაშე დავდგეთ, ნუ შეგვექმნება ილუზია, რომ „კოვიდ 19“ უკვე დავამარცხეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა