საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით განიხილა

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

როგორც პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემ განმარტა, საგადასახადო ცვლილება ითვალისწინებს დღეს არსებულ კანონმდებლობაში დაბეგვრის იმ ორეტაპიანი მოდელის ცვლილებას, რომელიც თხევადი აირების ნაწილში მოქმედებს.

„კერძოდ, პირველი ეტაპია, როდესაც თხევადი აირი მიეწოდება მოსახლეობას და მისი ღირებულებაა 120 ლარი 1 ტონაზე. მაგრამ, როდესაც თხევადი აირი მიეწოდება სატრანსპორტო საშუალებებს, ამას ემატება 180 ლარი. ეს ნორმა მოქმედებს 2017 წლიდან. მომხსენებლის თქმით, არსებული ორეტაპიანი დაბეგვრის მეთოდი არ იძლეოდა სათანადო ეფექტს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, სადაც საგადასახადო სასაქონლო კოდების ანუ სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის შესაბამისად, ზოგი თხევადი აირი იბეგრებოდა აქციზით, ზოგი ნულოვანი დაბეგვრით სარგებლობდა, ეს კი მანიპულირების შესაძლებლობას იძლეოდა.

ამასთან, საყოფაცხოვრებო მიმართულებით განბაჟებული თხევადი აირები ხვდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებში.

მომხსენებელმა შესაბამისი სტატისტიკაც მოიყვანა და განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ გახდა საჭირო წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება.

კანონპროექტი ხვეწს ამ სისტემას, გარდა იმისა, რომ შეიცვლება დაბეგვრის მოდელი, ასევე, იცვლება და სწორდება სასაქონლო კოდები, რომლებიც იძლეოდა მანიპულირების საფუძველს. კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე პირველი მოსმენისას გამართული მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ აქციზის დაბეგვრა მოხდება 300 ლარით.

კომიტეტმა მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი და მხარი დაუჭირა მას იმ დათქმით, რომ შეიქმნება მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დეტალების დახვეწაზე, რათა შეიქმნას კონკურენტული და სამართლიანი გარემო. განხილვაში მონაწილეობდნენ ბიზნეს ასოციაციისა და გაზისა და ნავთობის ბიზნესის წარმომადგენლები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში