კასპში კორონავირუსით ინფიცირებული პირი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია

კასპში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 61 წლის ქალი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია. დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კასპში, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 5 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, პარალელურად, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

,,ინფიცირების კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს კასპში. ამ შემთხვევაში, წყარო ცნობილია. ინფიცირებული 61 წლის ქალი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია. დადგენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფთა წრე, 5 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა