ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვხედავთ დესტრუქციული ძალების გააქტიურებას

ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვხედავთ დესტრუქციული ძალების გააქტიურებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

მინისტრის თქმით, დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება.

„გარე საფრთხეების გარდა, ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვხედავთ დესტრუქციული ძალების გააქტიურებას. ქვეყანაში რყევები მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით ძლიერდება, რომელთა ერთ- ერთ მიზანს წარმოადგენს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ავტორიტეტული ინსტიტუციების დასუსტება. დესტრუქციული ძალებისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა ეკლესია, ჯარი, პოლიცია. ასევე მიუღებელია საზოგადოების განწყობებზე მაღალი გავლენის მქონე ინდივიდები, ლიდერები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი