ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო დღეს ნატო-ს ღირსეული, სტრატეგიული პარტნიორია, სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფოა რეგიონში

საქართველო დღეს ნატო-ს ღირსეული, სტრატეგიული პარტნიორია, სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფოა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებების და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას შემდეგი პრინციპით - „უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში“.

„ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს განვითარების მთავარ ქვაკუთხედს. ჩვენი ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საიმედო და პარტნიორმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში. საქართველო დღეს ნატოს ღირსეული, სტრატეგიული პარტნიორია, სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფოა რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებების და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას შემდეგი პრინციპით - „უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში!“ ამ სულისკვეთებით ვაგრძელებთ რეფორმებს და მოდერნიზაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ამ წუთებში უსმენენ. ღარიბაშვილი პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის რანგში „მინისტრის საათის" ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში პირველად უსმენენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი