ირაკლი ღარიბაშვილი - აშშ-სთან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა არის

ამერიკასთან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა არის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის გარდა, საქართველო ასევე წარმატებით თანამშრომლობს დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებთან, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან და სხვა მრავალ პარტნიორთან.

„ამერიკასთან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლა არის. ეს არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია. აქვე მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი წარმატებული პროექტი - საბრძოლო მომზადების ცენტრის პროექტი, რომელიც ნათელი მაგალითია ჩვენი წარმატებული თანამშრომლობისა. კიდევ უფრო მიმდინარეობს ამ ცენტრის სრულყოფა და შედეგად, მსოფლიო დონის საწვრთნელი გარემოს შექმნა. ნატო-ს სტანდარტის ცენტრი მხარს დაუჭერს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ასევე მრავალეროვნულ სწავლებას და საერთაშორისო მისიებში გადასროლის წინა მომზადების ჩატარებას, მზადყოფნაზე ორიენტირებული წვრთნების ფარგლებში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების მასპინძლობას. ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებთან, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან და სხვა მრავალ პარტნიორთან, ისევე როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. მსურს გამოვყო ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა მეზობელ თურქეთთან. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში თურქეთში ჩემს კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერე ორ მთავრობას შორის სამხედრო და ფინანსური თანამშრომლობის ხუთწლიან შეთანხმებას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა