საკრებულოს კომისიამ დააკმაყოფილა ვეტერანების საქმეთა სამსახურის შუამდგომლობა, დედაქალაქში ერთ-ერთი ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის სახელის მინიჭების შესახებ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დააკმაყოფილა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის N060319088197-03 შუამდგომლობა, დედაქალაქში ერთ-ერთი ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ბოთერაშვილის სახელის მინიჭების შესახებ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2020 წლის 15 მაისის N107 განკარგულებით, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის უბანში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გია რომელაშვილის სახელობის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ბოთერაშვილის სახელი მიენიჭა.

„გიორგი ბოთერაშვილი, 1972 წლის 19 მარტს, სოხუმში დაიბადა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში, თავის ძმასთან, კობასთან ერთად იბრძოდა; იყო 23-ე ბრიგადის II ბატალიონის მებრძოლი. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს, გუმისთის ბრძოლებში. სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული ჯარისკაცი, დედამ და ძმამ გულრიფშში დაკრძალეს. დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ და ვახტანგ გორგალის II ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ, ასევე, დადებითად უპასუხა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის N06031922634 – 03 ინიციატივას, სპორტული მოედნისთვის, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, პეტრე გამჯაშვილის სახელის მინიჭების შესახებ და 2020 წლის 15 მაისის N109 განკარგულებით, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის შესახვევთან მდებარე უსახელო სპორტულ მოედანს, პეტრე გამჯაშვილის სახელი მიენიჭა.

პეტრე (პაატა) გამჯაშვილი 1968 წლის 15 სექტემბერს თბილისში დაიბადა. საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი გახლდათ. დაიღუპა იმ თვითმფრინავში, რომელიც 1993 წლის 22 სექტემბერს, მოწინააღმდეგე მხარის შენაერთებმა, ბაბუშერას აეროპორტში ააფეთქეს. 2008 წელს, მისი ნეშტი, ერთ-ერთი სამარხის გახსნის დროს, საბუთებითა და მედალიონით ამოიცნეს და თბილისში გადმოასვენეს; დაკრძალულია დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავსაყოფად არ იშურებენ, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ წარდგენილ ინიციატივებსა და შუამდგომლობებზე დადებითი რეაგირებით გამოიხატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა