კახეთის ხუთ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური გამოყენების შედეგად 11 ივნისს, კახეთის ხუთ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დელტადან“ აცნობეს, რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოსული ფრონტალური ტიპის ატმოსფერული ნალექის მასები ხუთ რაიონში სამ ეტაპად გავრცელდა, რის შედეგადაც სეტყვასაშიში პროცესების გასანეიტრალებლად სისტემამ საერთო ჯამში 60 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.

„პირველ ეტაპზე დღის 17:30 საათიდან ღრუბლის მასები სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში გავრცელდა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 9 მმ იყო. 18:00 საათიდან ღრუბელი უკვე თელავის რაიონშიც გავრცელდა, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 27 მმ იყო. დამუშავების შედეგად ღრუბელი შესუსტდა და 19:10 საათისთვის გასცდა დასაცავ ტერიტორიას. 18:16 საათიდან ღრუბლის მასებმა გურჯაანის და ყვარლის რაიონები მოიცვა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 58 მმ იყო. სამივე ეტაპზე 18:11 სთ-დან 19:37 სთ-მდე სარაკეტო დამუშავება აკრძალული ზონების არსებობის პირობებში შეზღუდვებით მიმდინარეობდა. ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა. გარკვეული რაოდენობის სეტყვის მოსვლა ყვარლის რაიონში დასახლებული ტერიტორიების თავზე, სროლისთვის შეზღუდულ რაიონებში დაფიქსირდა. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა