გიორგი გახარია და დავით ზალკალიანი პანდემიის პერიოდში სახელწმიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრას მართავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი COVID-19 პანდემიის პერიოდში სახელწმიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრას მართავენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, 2020 წლის 22 მაისის მონაცემებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში ორგანიზებულად დაბრუნდა 12, 720 მოქალაქე.მათივე ცნობით, კომპანია Georgian Airways-თან თანამშრომლობით განხორციელდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული 74 ჩარტერული რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 7107 მოქალაქე, სახმელეთო გზით 5223, ხოლო საზღვაო გზით 390.

ჩარტერული რეისების მეშვეობით სამშობლოში სახელმწიფოს დახმარებით დაბრუნდნენ განსაკუთრებული საჭიროების პირები - მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე: 483, შშმ: 34, ფეხმძიმე: 102, მცირეწლოვანი: 435, ხანდაზმული: 259, სტუდენტი: 794, ონკოპაციენტი: 173, ტრანზიტული მგზავრი: 1118, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით: 90. საკოორდინაციო საბჭოზე განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ფორმების მიხედვით COVID-19 პანდემიის პერიოდში, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 21, 190 მოქალაქეს (22 მაისის მდგომარეობით). პანდემიის გავრცელებისთანავე საკოორდინაციო საბჭომ საგარეო უწყების საქმიანობის მთავარ მიმართულებებად განსაზღვრა: 1) უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ადგილზე ზრუნვა 2) მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში. საქართველო, იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე, უცხოეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგა პრევენციული ნაბიჯები და ეპიდ-აფეთქების საწყის ეტაპზევე მოქალაქეები გამოყვანა პანდემიის მაღალი რისკის ზონებიდან - ჩინეთიდან, იტალიიდან, ირანიდან და სხვ. უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე, საელჩოების მეშვეობით მოქალაქეებისთვის იგეგმებოდა სატრანზიტო მარშრუტები, რომლითაც ისინი ე.წ. გამგზავრების ჰაბებში ხვდებოდნენ, ასევე სახელმწიფო უზრუნველვყოფდა სახმელეთო მონაკვეთებზე გადაადგილების დერეფნებს და ტრანსპორტირებას. უმთავრესი ამოცანა იყო უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ადგილზე დახმარება - თავშესაფრით უზრუნველყოფა, საკვების/წყლის, სასურსათო ვაუჩერების, მედიკამენტების მიწოდება. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებით განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდათ: შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს, ფეხმძიმე ქალებს, მცირეწლოვნებს, არასრულწლოვნებს, ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული), სტუდენტებს და სხვ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა