გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვისაც სურვილი აქვს, სამშობლოში დავაბრუნოთ, თუმცა, ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ მათ სამშობლოში ღირსეული შრომის და არსებობის პირობები შევუქმნათ

ჯერ კიდევ ბევრი ქართველია საზღვარგარეთ, რომელსაც უჭირს. რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი, ვისაც სურვილი აქვს, ჩვენ სამშობლოში დავაბრუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშობლოში ჩამოყვანილ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა ამ ხალხს სამშობლოში ღირსეული შრომის და არსებობის პირობები ჰქონდეს.

„პირველ რიგში, გულწრფელად მიხარია, რომ ჯანმრთელებს გხედავთ და გხედავთ სამშობლოში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საქართველოს ბევრი მოქალაქეა, რომელიც შრომობს საზღვარგარეთ. არაფერს ვამბობ იმ ხალხზე, ვინც სწავლობს. სწავლა უნდა მივიღოთ მსოფლიოს ნებისმიერ, ჩვენთვის საინტერესო კუთხეში და რაც უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ქვეყნისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი. ეს გამოწვევა ყველასთვის იყო მართლა ძალიან მოულოდნელი, ზოგ შემთხვევაში შოკისმომგვრელიც, ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი იმართებოდა მანუალურად, არანაირი გამოცდილება, არანაირი მაგალითის ძალა და ამას, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა. მით უმეტეს, როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, როდესაც რესურსები შეზღუდული გაქვს, როდესაც თითოეულ ლარს ითვლი. რა თქმა უნდა, აქ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული იყო და დავითი ზალკალიანი მუდმივად აყენებდა ამ საკითხს, რომ ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვახერხოთ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. ამაში არ არის გმირობის ტოლფასი საქციელი. ეს არის ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულება, დამოკიდებულება თავისი მოქალაქეებისადმი. ჩვენ რაც შევძელით, ის გავაკეთეთ. ვცდილობდით, მაქსიმალურად მივსულიყავით თითოეულ, კონკრეტულ შემთხვევამდე, რასაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აკეთებდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. მთლიანად დიპლომატიურ კორპუსს მინდა მადლობა ვუთხრა. ნანახი მაქვს ჩანაწერები, რა ხდებოდა ზოგიერთი ქვეყნის საელჩოსთან. უბრალოდ, უკიდურესად ემოციური, მძიმე იყო ეს ყველაფერი. თუმცა, არ უნდა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ჯერ კიდევ ბევრი ქართველია საზღვარგარეთ, რომელსაც უჭირს. რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი, ვისაც სურვილი აქვს, ჩვენ დავაბრუნოთ სამშობლოში. თუმცა, ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ამ ხალხს სამშობლოში ღირსეული შრომის და არსებობის პირობები შევუქმნათ. არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე, ახალგაზრდებმა უნდა იარონ, ისწავლონ, ნახონ, ჩამოიტანონ გამოცდილება. თუმცა, სხვები ყველა, უკეთესი იქნება ალბათ, რომ ჩვენს ქვეყანას ვემსახურებოდეთ აქ. ამიტომ, ეს ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა. ეს ეპიდემიაც უნდა გადავლახოთ, აქაც უნდა გავიმარჯვოთ და ყველაზე დიდ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ფრონტზე. აქ ერთობლივად უნდა ვიშრომოთ. რეალურად, ეს ყოველდღიურ რეჟიმში იყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა