კარლ ჰარცელი - მეამაყება, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგომას განაგრძობს ამ კრიზისში და მომავალშიც ასე იქნება

მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მივულოცო ძალისხმევის წარმატებული განხორციელება ახალი Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის მიმართებით , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, დღემდე მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა.

„გაწეული ძალისხმევისთვის გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ მთავრობის ადმინისტრაციის ერთგული და დინამიური გუნდისა და ადამიანის უფლებების სამდივნოს მიმართ. თქვენ კონკრეტული ძალისხმევა გამოიჩინეთ ოჯახური ძალადობისგან ქალთა დასაცავად. პასუხისმგებლიან, დარგობრივ სამინისტროებთან ერთად ძალისხმევას არ იშურებდით შშმ პირების დასახმარებლად, საჭიროების მქონე ოჯახების დახმარების აღმოსაჩენად. ლგბტ თემის მხარდაჭერისა და დიალოგის მომსწრენიც გავხდით. მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისა მიერ ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს. მეამაყება იმის თქმა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგომას განაგრძობს ამ კრიზისში და მომავალშიც ასე იქნება“ , - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებები პანდემიის დროს - ამ თემის ირგვლივ საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა