გორში, კორონავირუსი „ემბავუდის“ მაღაზიის ინფიცირებული თანამშრომლის ქმარს დაუდასტურდა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელია

Covid 19-ით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გორში, კორონავირუსი „ემბავუდის“ მაღაზიის ინფიცირებული თანამშრომლის ქმარს დაუდასტურდა. აღნიშნული პირი ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელია.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის და გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, მიმდინარეობს ინფიცირებულ პირებთან პირდაპირ და არაპირდაპირ კონტაქტში მყოფთა წრის დადგენა, ასევე, ტარდება ღრმა ეპიდკვლევა.

ბოლო 2 დღის განმავლობაში, შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევა დადასტურდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა