სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს

სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შრომითი უსაფრთხოების საკითხების გადახედვა და ამ სფეროში სადაზღვევო სისტემის დანერგვაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“კოშკურა ამწე-ოპერატორთა ფედერაციის პრეზიდენტმა ნიკა ნარიმანიძემ განუცხადა, აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ სახელფასო ანაზღაურების გადახედვას.

„მინდა აღვნიშნო, რომ აქცია ახლა მცირერიცხოვანია. 250 კაცი უნდა მოსულიყო დღევანდელ აქციაზე. თბილისის მასშტაბით, ამწე-ოპერატორად 300 ადამიანი მუშაობს, 250 ადამიანი უნდა მოსულიყო, მაგრამ სამსახურიდან არ გამოუშვეს იმ მიზეზის გამო, რომ თუ დღეს აქციაზე წახვალთ, სამსახურს დაკარგავთო. რაც შეეხება მოთხოვნებს, მთავარი მოთხოვნა არის შრომის უსაფრთხოების საკითხების გადახედვა, სადაზღვევო სისტემა, რომელიც არ გააჩნიათ, სახელფასო ცვლილება, რომელიც ყოველთვიურად უფრო და უფრო აკლდებათ და ითხოვენ იმ თანხის ანაზღაურებას, რომელიც ჰქონდათ“, - განაცხადა ნიკა ნარიმანიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა