კახა კალაძე - გვახსოვს, როცა ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, რა ხდებოდა, როგორი რეპრესიები იყო - დღეს ის ხალხს პირდება ნათელ მომავალს, საკმაოდ საინტერესოა

გვახსოვს, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი რეპრესიები იყო. დღეს ვანო მერაბიშვილი ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პირდება ნათელ მომავალს, საკმაოდ საინტერესოა, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.

კალაძის განცხადებით, მერაბიშვილი „საკმაოდ საინტერესო კანდიდატურაა“.

„პოლიტიკაში რომ ბრუნდება მემგონი თვითონაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. საკმაოდ საინტერესო კანდიდატურააა და საინტერესოა მისი პოლიტიკაში დაბრუნება. გვახსოვს, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი რეპრესიები იყო. დღეს ვანო მერაბიშვილი ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, პირდება ნათელ მომავალს, საკმაოდ საინტერესოა“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა