ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევის წყაროები დადგენილია.

როგორც “ინტერპრესნიუსს” გამყრელიძემ განუცხადა, შემთხვევების ნაწილი საკარანტინო ზონას უკავშირდება, ნაწილი კი აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან გამოვლინდა.

მისი თქმით, საქმე ახალ კლასტერთან არ გვაქვს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 161-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო:ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა