ესპანეთი შენგენის წევრი ქვეყნებისთვის საზღვარს 22 ივნისიდან ხსნის

ესპანეთი 22 ივნისიდან შენგენის წევრი ქვეყნებისთვის საზღვარს გახსნის, გარდა პორტუგალიისა, რომელთანაც საზღვრის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პედრო სანჩესმა ავტონომიების ხელმძღვანელებთან ონლაინ მოლაპარაკებების დროს განაცხადა. გამოცემა „პაისის“ ინფორმაციით, საზღვრების გახსნა 21 ივნისს მოხდება.

მოსალოდნელია, რომ საზღვრების გახსნის ოფიციალურ ვადებს პრემიერ-მინისტრი დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე განაცხადებს.

სააგენტო Efe -ს ინფორმაციით, 1-ელ ივლისს ესპანეთ-პორტუგალიის საზღვრის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება , რომელსაც მეფე ფელიპე მეექვსე, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი დაესწრებიან.

მიმდინარე კვირას ევროკავშირის, შენგენის ზონის და შენგენის ზონაში ასოცირებულ ქვეყნებს ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა, 15 ივნისიდან მოხსნან შიდა სასაზღვრო კონტროლი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა