სხვადასხვა ასაკის დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ ლექცია  „დისტანციური მუშაობა და კიბერ უსაფრთხოება“ ჩატარდა

დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორმა, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორმა, მაქსიმ იავიჩმა სხვადასხვა ასაკის დაინტესებული პირებისთვის და მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული ონლაინ ლექცია „კიბერ უსაფრთხოება და დისტანციური მუშაობა" ჩაატარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პრეზენტაციისას ფონდის გრანტიორმა კიბერ უსაფრთხოების პრობლემებზე, ბოლოხანს გახშირებულ ჰაკერულ თავდასხმებზე, კიბერუსაფრთხოების პრინციპებსა და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

„დამაზიანებელ პროგრამებზე, ვირუსებზე და მათი პრევენციის, თავიდან აცილების გზებზე, უპასუხა მრავალრიცხოვან კითხვებს, შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით პრაქტიკული რჩევები, რეკომენდაციები მიაწოდა. ღონისძიების მიზანია ახალი კორონავირუსის - COVID 19-ის ეპიდემიის შედეგად, საზოგადოების ყველა ჯგუფის დისტანციური საქმიანობის რეჟიმზე გადასვლის პირობებში ახალი საფრთხეების განჭვრეტა და კიბერ უსაფრთხოების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს