სახელმწიფო ინსპექტორი - ჩვენი მთავარი იარაღი კანონი და თანამშრომელთა პროფესიონალიზმია

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვეა შეიქმნა, არაფრით ჩამოუვარდება იმ საგამოძიებო უწყებებს, რომლებიც ასეულობით წლებია არსებობს, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა. მან იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სამსახურის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას სამსახურის ახალი, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე, როგორც ამ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება ინსტიტუციურად შედგა და მუშაობს გამართულად და შეუფერხებლად. საგამოძიებო დეპარტამენტი ქმნის გამოძიების მაღალ სტანდარტს და ეფექტიანი გამოძიების ისტორიას. მე როგორც ამ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვეა არსებობს, არაფრით ჩამოუვარდება იმ საგამოძიებო უწყებებს, რომლებიც ასეულობით წლებია არსებობს. ჩვენი მთავარი იარაღია კანონი და თანამშრომელთა პროფესიონალიზმია,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს