პაატა იმნაძე - ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით

ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, “თუ კარგად მოვიქცევით და დიდი პრობლემები არ შეიქმნება”, ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლა უფრო გაუმარტივდება.

რაც შეეხება მატარებლით მგზავრობას, მისი განცხადებით, დღეს მატარებელი, ყველა სხვა ტრანსპორტს შორის, ყველაზე უსაფრთხოა.

“რკინიგზა საკმაოდ კარგად მოემზადა. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ამ მხრივ რკინიგზით მგზავრობაა, იქ გაცილებთ ადვილია მგზავრების კონტროლი, იქ სახელობითი სიებით არის ბილეთები, აქედან გამომდინარე, რკინიგზა ამ შემთხვევაში ყველა სხვა ტრანსპორტს შორის არის ყველაზე უსაფრთხო”, - განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით - პაატა იმნაძე

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა