ამირან გამყრელიძე - სომხეთისთვის დახმარების შეთავაზების საკითხი ძალაშია

თუ ჩვენ ეს ეპიდსიტუაცია შეინარჩუნეთ, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაშინ სწავლის დაწყების საფრთხე არ უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სწავლის დაწყების საკითხის შესახებ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სექტემბერში სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება თუ ჩვეულებრივ რეჟიმში, ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან პანდემიასთან დაკავშირებით სომხეთის დახმარების საკითხს, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დახმარების შეთავაზების საკითხი კვლავ ძალაშია. „მინისტრის მოადგილეების დონზე გვქონდა ორი საინტერესო ტელეხიდი სომხეთის ჯანდაცვის ხელმძღვანელობასთან. შეთავაზებები რაც მე გავაჟღერე, რა თქმა უნდა, ძალაშია თუ ისინი ამ საკითხს დასვამენ,“-აღნიშნა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა