„თავისუფალი საქართველო“ თხინვალას დასახლებაში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროსტესტებს

თხინვალას დასახლებაში (ლისის ტბის მიმდებარედ) „თავისუფალმა საქართველომ“ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა.

პარტიის ინფორმაციით, მოქალაქეები აქ არსებული სპორტული მოედნის შენარჩუნებას მოითხოვენ, რომელიც თბილისის მერიამ კიდევ ერთი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ინვესტორს გადასცა.

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, სპორტულ მოედანს თხინვალას დასახლების მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მას ბავშვებისგან შემდგარი ადგილობრივი ფეხბურთის გუნდი იყენებს, რომელსაც აქ მცხოვრები მწვრთნელი უსასყიდლოდ, მოხალისეობრივად ავარჯიშებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობა სტადიონის რეაბილიტაციას ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროიდან ითხოვს, მაგრამ ამის საპასუხოდ, თბილისის ადმინისტრაციამ მისი დემონტაჟის და მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

საპროტესტო აქცია ადგილობრივების ინიციატივითა და „თავისუფალი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა. პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ შეკრებილებს მერიასთან კომუნიკაციისას შუამდგომლობა და ყველა სხვა საჭირო სამართლებრივი დახმარება აღუთქვა.

„თავისუფალი საქართველო“ თბილისის მერიისგან თხინვალას სტადიონის გასხვისების გადაწყვეტილების შეცვლასა და მის რეაბილიტაციას ითხოვს. პარტია აღნიშნულ საკითხზე მერიის შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს და საზოგადოებას საკითხის მიმდინარეობის შესახებ რეგულარულად აცნობებს“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის