გიგა ბოკერია - ხელისუფლებისგან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, გვესმის: „ჩვენ უკეთ დავხარჯავთ თქვენს ფულს, ვიდრე - თქვენ"

ასეთი გამოწვევის და ეკონომიკის შემცირების დროს, მთავრობა, რომელიც მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის საგადასახადო წნეხის შემსუბუქების ნაცვლად, ამ ტიპის დისპროპორციულ ჯარიმებს ადებს, ანუ მათ მიერ შექმნილი დოვლათიდან მეტ ფულს ართმევს, პირდაპირ სჩადის პოლიტიკურ დანაშაულს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის მთავარი პრობლემაა ის, რომ არ მცირდება ერთი მხრივ, საგადასახადო წნეხი მოქალაქეებზე და მეორე მხრივ, ბიუროკრატიული ხარჯები.

„ასეთი გამოწვევის და ეკონომიკის შემცირების დროს, მთავრობა, რომელიც მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის საგადასახადო წნეხის შემსუბუქების ნაცვლად, ამ ტიპის დისპროპორციულ ჯარიმებს ადებს, ანუ მათ მიერ შექმნილი დოვლათიდან მეტ ფულს ართმევს, პირდაპირ სჩადის პოლიტიკურ დანაშაულს. ჩვენ კონკურენციაში უნდა ვიყოთ სხვა ქვეყნებთან, ვინ უფრო სწრაფად გამოვა ამ კრიზისიდან, რაც ობიექტურად შეიქმნა პანდემიის გამო, მაგრამ როდესაც ისეთი მთავრობა გყავს, რომელიც ასეთ დროსაც კი არ უმცირებს წნეხს მოქალაქეებს და პირიქით, ჯიბიდან მათ მიერვე შექმნილ ფულს ართმევს, ეს არის პირდაპირი რეცეპტი იმისთვის, რომ საქართველოს ყველა ოჯახი, გარდა ძალიან შეძლებული ადამიანებისა, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს შემდეგი თვეების განმავლობაში. ჩვენი ოჯახების შიმშილის და სიღარიბის ზრდის რისკის ხარჯზე, ეს ხალხი ინარჩუნებს ამ ფულს, რომელსაც თვითონ ხარჯავს და ისევ ცუდი ძიძებივით ეუბნებიან ადამიანებს: „თქვენზე უფრო ჭკვიანები ვართ, რომ თქვენი ფული დავხარჯოთო". იგივე ვრცელდება საპენსიო შენატანებზე. „ევროპული საქართველოს" წინადადებაა, რომ ახლა მისცენ ხალხს არჩევანი, როცა უჭირთ, მაშინ გამოიტანონ ეს ფული. ამაზეც, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, გვესმის: „არა, ჩვენ უკეთ დავხარჯავთ თქვენს ფულს, ვიდრე - თქვენ". ეს არის ამ ბიუჯეტის მთავარი პრობლემა, რომლითაც საგადასახადო წნეხი არ მცირდება და ის ბიუროკრატიული ხარჯები, რომელიც აქამდეც შესამცირებელი იყო, ახლაც კი არ არის შემცირებული. უზარმაზარი რესურსი არსებობს იმ მავნებლური ხარჯის შემცირების, რომლითაც საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმის დაფინანსებას ეწევიან,” - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა