კონგრესმენი დონ ბეიკონი აცხადებს, რომ ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ დაუწერია და ტექნიკური ექსპერტების მიერ მომზადდა

კონგრესმენი დონ ბეიკონი აცხადებს, რომ აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ დაუწერია. „ეს ნაწილი მე არ დამიწერია, ჩვენ ავიყვანეთ ტექნიკური ექსპერტები, რომლებიც დაგვეხმარნენ. მე ამ დოკუმენტზე სტრაგეტიულ დონეზე ვმუშაობდი“, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა დონ ბეიკონმა გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ მომზადდა აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიში და რა მტკიცებულება აქვთ მათ იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა.

„ეს ნაწილი მე არ დამიწერია, ჩვენ ავიყვანეთ ტექნიკური ექსპერტები, რომლებიც დაგვეხმარნენ. მე ამ დოკუმენტზე სტრაგეტიულ დონეზე ვმუშაობდი. ჩვენ გვსურს ახლო ურთიერთობა საქართველოსთან, საქართველო ჩვენი მეგობარია და ქართველი ხალხი ჩვენი მეგობრები არიან,“ - განაცხადა დონ ბეიკონმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა სახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“. დოკუმენტს ხელს 13 „რესპუბლუკელი“ კონგრესმენი, მათ შორის დონ ბეიკონი, აწერს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო