სალომე ზურაბიშვილმა კოლხეთის ეროვნულ პარკში პალიასტომის ტბა დაათვალიერა

პრეზიდენტმა, ადგილობრივი ტურიზმის გახსნისა და მხარდაჭერის ფარგლებში, დღეს სამეგრელოს რეგიონში პალიასტომის ტბა დაათვალიერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტბა, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა, კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ამავდროულად ის ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარე და თევზით მდიდარი ტბაა საქართველოში. ეს ადგილი უნიკალურია ფრინველებზე დაკვირვებისთვის. ტბა გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი ძირითადი გასაჩერებელი და გამოსაზამთრებელი ადგილია. „როგორც პრეზიდენტს ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა განუცხადეს, სწორედ უძველესი კოლხური ტყეებისა და უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიზნით შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი 1999 წელს. იმის გამო, რომ საქართველო რამსარის საერთაშორისო კონვენციასთანაა მიერთებული, რომელიც მიგრირებადი ფრინველებისათვის მნიშვნელოვან ჭარბტენიან ტერიტორიებს იცავს, კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია. 2019 წლის თებერვალში კი, მოხდა კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების ნომინირება იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად და ამჟამად საკითხი განხილვის სტადიაშია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა